ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი 17 დეკემბერიდან დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

