ზურა ყიფშიძე – ”ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს”

ზურა ყიფშიძე - ”ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და ნინო ანანიაშვილს თავი დაანებოს”დავით ოქიტაშვილის განცხადებას ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გაგდების შესახებ ზურა ყიფშიძე ასე გამოეხმაურა:

”- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი?! დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს!”
კვირის პალიტრა