სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდადღეს, 24 ივნისს სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქს შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

„საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა.” – წერს საპატრიარქო თავის განცხადებაში.