რა პროვოკაცია იგეგმება აჭარაში, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საპატრიარქო და მეუფე დიმიტრი, ვინ უჭერს მხარს სინოდალურ მმართველობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – 29 მარტს თქვენ გაავრცელეთ სკანდალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში შესაძლოა საქმე რელიგიურ დაპირისპირებამდე მივიდეს. რა ხდება? – იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვაქვს […]
კატეგორია: საზოგადოება
ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა ხინკლის, ბლინის, ქაბაბის და გუფთას ნახევარფაბრიკატებში
სურსათის ეროვნული სააგენტომ კვლევისთვის ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. კვლევის შედეგად, 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში […]
პირველი მობილური ტელეფონის გამოჩენიდან დღეს 45 წელი გავიდა
პირველი მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს Motorola-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა, მარტინ კუპერმა გამოიყენა და პირველი ზარიც განახორციელა. ფიჭური კავშირის მუშაობის ძირითადი პრინციპები – ზარის გაგზავნა აბონენტების მიერ ერთი ფიჭიდან მეორეზე – ბელის ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 1946 წელს იყო ცნობილი, თუმცა AT&T და „მოტოროლა“ მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ. პირველი ტელეფონის სახელწოდება “დინა-ტაკი” (DynaTAC)იყო, […]
საბერძნეთი ომონიის ტერიტორიას საქართველოს გადასცემს – “გამოექანეთ და დაგვაფრინდით ემიგრანტებს”
1 აპრილს საიტმა გეორგიანს.გრ ასეთი რამ დაწერა: “საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, ალექსის ციპრას გადაწყვეტილებით, ათენში მდებარე ომონიის ტერიტორია საქართველოს გადაეცემა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი-გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და ინფორმაცია georgians.gr-ზე დაადასტურა. ალექსის ციპრას დღევანდელი განცხადებით, რომელიც ბერძნულ ტელევიზია ΣΚΑΙ-ში გავრცელდა, ამბობს: “90 წლებში რომ გაგევლო ომონიისკენ, იქ ხუთამდე ქართველს დაინახავდი, ეხლა რომ გაიარო, იქ სავარაუდოდ […]
ევროპაში დასაქმების დაპირება – საქართველოს 15 მოქალაქე იამზე ხარაბაძეს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს
საქართველოს 15 მოქალაქე იამზე ხარაბაძეს ტყუილ დაპირებასა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. რამაზ ლომიძე საკუთარი თანხის დაბრუნებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს. 1.000 დოლარი მან ბანკიდან გამოიტანა და პოლონეთში დასაქმების მიზნით შუამავალს, იამზე ხარაბაძეს. პირადად გადასცა. შუამავალი ჰპირდებოდა, რომ თვეში ანაზღაურება 800 დოლარი ექნებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვარშავაში ქართველ ემიგრანტს არავინ ელოდა, არც სამსახური. რამაზ ლომიძე გვიყვება. […]
ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
ორგანიზაცია CiDA-ს ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი ხვალ, 3 აპრილს, პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მის “წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გამო, სამართლებრივ ბრძოლის დაწყების შესახებ ილაპარაკებს”. ამის შესახებ ინფორმაცია დევდარიანის დამცველმა საადვოკატო კომპანიამ „გაბუნია და პარტნიორებმა” გაავრცელეს. პრესკოფერენციას ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნიაც დაესწრება. ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც […]
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა დროებით აიკრძალა. როგორც “სპუტნიკი” იუწყება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მცენარეების კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის არკადი ჯინჯიას განცხადებით, დროებითი აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არ დასტაბილურდება. “აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ ჩვენმა კარანტინის ინსპექტორებმა აფხაზეთში შემომსვლელი მოქალაქეების დათვალიერებისას აზიური ფაროსანა აღმოაჩინეს. ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან შემოდიან, […]
ოკუპირებულ აფხაზეთში სამმა მოქალაქემ 199,8 ტონა ფაროსანა დაიჭირა – ისინი 200 მილიონ რუბლს მიიღებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, სამმა მოქალაქემ რამდენიმე დღეში 199,8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა, იმისთვის, რომ ფულზე გადაეცვალა/ გამოცემა „აფსნი ლაიფის“ ცნობით, თანხა, რომელსაც ისინი მარინეტული ხელისუფლებისგან მიიღებენ , 200 მილიონ რუბლს სცილდება. უსაფრთხოების მიზნით, მათი ვინაობა არ საჯაროვდება. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას განუმარტა, მავნებლის შეგროვების მოტივაცია სწორედ ფულადმა ჯილდომ მისცა. „როდესაც განცხადების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ ფაროსანას სანაცვლოდ […]
ახალგაზრდა დედას, ნინო ბერუაშვილს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
32 წლის ნინო ბერუაშვილს, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემიის M1 ფორმა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ნინომ უკვე გაიარა ქიმიოთერაპიიის 9 კურსი. ამ ეტაპზე სასწრაფოდ ესაჭიროება სტამბულში, ძვლის ტვინის სატრანსპლანტაციო კვლევებზე წასვლა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა. ნინოს 9 წლის შვილი ჰყავს.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ დარიცხონ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი – GE15BG0000000883678300, […]
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 1 აპრილამდე მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოასწარით
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე ჰქონდა. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის […]










