კატეგორია: საზოგადოება

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა. 6 აპრილი გლოვის დღედ მთავრობის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. გვიან ღამით სახელმწიფო დროშები დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის შენობებთან თბილისსა და ქუთაისში. ასევე, სამინისტროებსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია […]

ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა

ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა

“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა. საუბარია ცხრა საქმეზე. ოპოზიციის მტკიცებით, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმდა და მშენებლობებს კოეფიციენტები გაეზარდათ. საუბარია სასტუმროების, კერძო სახლებისა და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე. დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვა რამდენიმე რეკრეაციულ ზონაშიც არის გაცემული. ლევან ხაბეიშვილი შესაბამის დოკუმენტაციასაც ასაჯაროებს. „მაშინ როდესაც დედაქალაქში განიხილებოდა […]

2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. დღეს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის […]

საქართველოს ბანკის რომელი სერვისცენტრები იმუშავებენ აღდგომის დღეებში – მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკის რომელი სერვისცენტრები იმუშავებენ აღდგომის დღეებში - მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკმა და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 6 აპრილი, 8 და 9 აპრილი საქართველოს ბანკის და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 7 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. […]

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლო სერობასა და გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღეს საქართველოს ყველა მარტლმადიდებლურ ტაძარში წირვა ტარდება. წირვა სამების ტაძარში 9 საათზე დაიწყო, მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ატარებს. ლიტურგიის შემდეგ […]

დაღუპული მაღაროელების შესახებ ოჯახის წევრებმა მაღაროსთან გაიგეს – ვიდეო

დაღუპული მაღაროელების შესახებ ოჯახის წევრებმა  მაღაროსთან გაიგეს - ვიდეო

ტყიბულში მინდელის მაღაროდან დაღუპული 6 მაღაროელის ცხედრის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მაღაროელების ოჯახის წევრები მიდიან, როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ამბობს, მათ ადგილზე გაიგეს დაღუპულთა ვინაობის შესახებ. დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს. […]

ოპოზიცია 20.020 ლარს ევკალიპტის ხეში დღეს გადაიხდის – “ხე უნდა დარჩეს თავის ადგილზე”

ოპოზიცია 20.020 ლარს ევკალიპტის ხეში დღეს გადაიხდის - "ხე უნდა დარჩეს თავის ადგილზე"

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ევკალიპტის შესაძენად 20.020 ლარს დღეს გადაიხდის. თანხა 14-მდე პოლიტიკურმა პარტიამ 8 დღეში შეაგროვა.აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია თანხის გადახდიდან 30 დღის განმავლობაში შეძენილი ქონების ტერიტორიიდან საკუთარი სახსრებით გატანა უზრუნველყოს, თუმცა ოპოზიცია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მათი თქმით, მწვანე კონცხზე მდებარე სამასწლიანი ევკალიპტი ადგილზე დარჩება და ის ხალხის ძალის სიმბოლო გახდება. „ახალი საქართველოს“ […]

ნუ დაწვავ საბურავებს!

ნუ დაწვავ საბურავებს!

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით ნარჩენების დაწვა მათ დაჯარიმებას გამოიწვევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. „საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა” იმართება. კოცონის […]

დევდარიანი: “მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო”

დევდარიანი: "მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო"

– ღიად მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო- განაცხადა “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. როგორც დევდარიანმა აღნიშნა, მიმოწერებიდან ამოჭრილი ტექსტების გავრცელება ადამიანებთან მისი ურთიერთობების სტილი და მოქმედების სტრატეგია არ არის და ის სამართლებრივ გზას ირჩევს. „ეს არის კიდევ ერთი შეტყობინება ქალთა ჯგუფების კონკრეტული […]

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ვადებისა და ეტაპების შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხელი მოაწერა. დადგინდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ეტაპები. I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის […]