ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა ხინკლის, ბლინის, ქაბაბის და გუფთას ნახევარფაბრიკატებში

ცხენის და ვირის ხორცი  აღმოჩნდა ხინკლის, ბლინის, ქაბაბის და გუფთას ნახევარფაბრიკატებშისურსათის ეროვნული სააგენტომ კვლევისთვის ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა.

კვლევის შედეგად, 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

პირველი