პირველი მობილური ტელეფონის გამოჩენიდან დღეს 45 წელი გავიდა

პირველი მობილური ტელეფონის გამოჩენიდან დღეს 45 წელი გავიდაპირველი მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს Motorola-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა, მარტინ კუპერმა გამოიყენა და პირველი ზარიც განახორციელა. ფიჭური კავშირის მუშაობის ძირითადი პრინციპები – ზარის გაგზავნა აბონენტების მიერ ერთი ფიჭიდან მეორეზე – ბელის ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 1946 წელს იყო ცნობილი, თუმცა AT&T და „მოტოროლა“ მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ.

პირველი ტელეფონის სახელწოდება “დინა-ტაკი” (DynaTAC)იყო, რომელიც დაახლოებით კილოგრამ ნახევარს იწონიდა. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, ხოლო მის დასატენად 10 საათზე მეტი იყო საჭირო.

ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება პირველმა კომპანია Motorola-მ დაიწყო.