დღეს საღამოს თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე 30 მ/წმ-ს მიაღწევს

დღეს საღამოს თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე 30 მ/წმ-ს მიაღწევსგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 მარტს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება საღამოს 5:00 საათიდან. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.
ქ. თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება 10 მარტის დილამდე.