დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 22:01 საათზე, ქალაქ ყვარელთან 3,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლის ჩრდილოეთით 11 კმ.-ში, სოფელ საბუედან 8 კმ.-ში დაფიქსირდა.
იმედინიუსი

