ხულოს და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მეტროს და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა

ხულოს და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მეტროს და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდახაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული. დადგენილებების მიხედვით ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არც მეტრო და არც აეროპორტი არ გააჩნია. დადგენილება 2017 წლის 26 იანვრით თარიღდება.

რაც შეეხება ხაშურს – ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლით დათარიღებული №8 დადგენილებით, მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრი გადაიხადონ.

დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა, ხაშურის და ხულოს საკრებულოების მიერ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი.

მსგავსი ტიპის დადგენილება 2016 წელს ახმეტის საკრებულომაც გამოსცა. 5 დეკემბრით დათარიღებული დადგენილებით ირკვევა, რომ ახმეტის საკრებულომ მეტროპოლიტენის სადგურების, აეროპორტების, პორტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დაამტკიცა. მასალის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, საკრებულომ ეს დადგენილება არასამართლებრივ აქტად აღიარა და გაუქმებულად გამოაცხადა.

ნიუპოსტი