კატეგორია: საზოგადოება

ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი, ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ყოფილი დეპუტატი 64 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ის 1992-1996 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის დეპუტატია. ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ […]

„სასულიერო სემინარიაში უმძიმესი მდგომარეობაა“

„სასულიერო სემინარიაში უმძიმესი მდგომარეობაა“

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქსა და სინოდს ღია წერილით მიმართავენ. ყოფილი სტუდენტები დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ადგილზე “უმძიმესი მდგომარეობაა”. წერილის ავტორთა თქმით, 2004 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ სემინარიაში არსებული პრობლემები, სააშკარაოზე გამოტანის მიუხედავად, არ გვარდებოდა, თუმცა მდგომარეობა განსაკუთრებით გიორგი ზვიადაძის რექტორად დანიშვნამ გაართულა. სტუდენტებისა და ლექტორების უფლებების […]

ატენის ქუჩა მერიის წინააღმდეგ – “დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”

ატენის ქუჩა მერიის წინააღმდეგ - "დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა"

ატენის ქუჩის მცხოვრებლები პროკურატურას სარჩელით მიმართავენ და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. უფლებადამცველი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ სასამართლოს არა ერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტიდან ნებართვები მაინც გაიცემოდა, რაც დაუშვებელია. – ჩვენ მოგებული გვაქვს უკვე სამივე ინსტანცია, სადაც ცალსახად წერია, რომ ასეთი ტიპის ნებართვა არ უნდა გაიცეს, ძველი ნებართვები […]

გუბერნატორი: “ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება”

გუბერნატორი: "ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება"

ზუგდიდში, გარემოვაჭრეებთანი შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ. შეხვედრა გარემოვაჭრეებსა და გუბერნატორს შორის დღეს შედგა. მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე […]

თამაზ ელიზბარაშვილი – “იგინებიან და ჩვენს კორპუსთან შესასვლელად 3 ლარს გვთხოვენ” – ბიზნესმენს მანქანა დაუმტვრიეს

თამაზ ელიზბარაშვილი - "იგინებიან და ჩვენს კორპუსთან შესასვლელად 3 ლარს გვთხოვენ" - ბიზნესმენს მანქანა დაუმტვრიეს

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან, ყაზბეგის #24-ში უცნობმა პირებმა შლაგბაუმი დააყენეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს თანხას სძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელიზბარაშვილმა განუცხადა, პირები აცხადებენ, რომ კორპუსის შესასვლელი ტერიტორია მათი საკუთრებაა და მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ავტომანქანით შესასვლელად თანხა უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, კორპუსის ტერიტორიაზე ერთი საათით შესვლა 3 ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო საათის საფასური […]

შსს აქციას #არაჩადებას!” შეუერთდა

შსს აქციას #არაჩადებას!” შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა. ამას წინ უძღოდა დღეს, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა. ინტერპრესნიუსი

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. […]

“გულწასულმა ბუღალტრებმა თქვეს, რომ ეს მათი შეცდომა იყო” – რას ამბობს მარინა მუსხელიშვილი ლელა გაფრინდაშვილის ზედმეტ ხელფასზე

"გულწასულმა ბუღალტრებმა თქვეს, რომ ეს მათი შეცდომა იყო" - რას ამბობს მარინა მუსხელიშვილი ლელა გაფრინდაშვილის ზედმეტ ხელფასზე

– როცა გავიგეთ ლელა გაფრინდაშვილზე გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, გაოგნებულებმა დავიბარეთ ბუღალტერიის თანამშრომლები ვითარების გასარკვევად, მათ კი თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა, – ასე განმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მარინა მუსხელიშვილი საბჭოს ყოფილი წევრის, ლელა გაფრინდაშვილისთვის გადარიცხული ჰონორარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. მუსხელიშვილის განმარტებით, რეალურად გამოითქვა სურვილი გაფრინდაშვილთან თანამშრომლობის, საზოგადოებრივი საბჭოების […]

მაკა რაზმაძე ”იბერიიდან” გაუშვეს

მაკა რაზმაძე ”იბერიიდან” გაუშვეს

მაკა რაზმაძე ”იბერიიდან” გაუშვეს. ამის შესახებ თავად მაკა წერს ფეისბუქის გვერდზე: ”ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას😊💖მახსოვს წლების წინ როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი,ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი- დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ აქ აღარ მუშაობო😊დეჟავიუ…სე ლა ვი… ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება.საბანკო ვალდებულებები,დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე…. თუმცა […]

კვირიკაშვილი – ”სასწრაფოს მანქანებით უკანონო ხე-ტყე გადააქვთ”

კვირიკაშვილი - ”სასწრაფოს მანქანებით უკანონო ხე-ტყე გადააქვთ”

ტყითსარგებლობის წესებში ცვლილებები შევა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, ამ კუთხით, პრობლემის მოგვარება აუცილებელია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება. – მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს […]