ატენის ქუჩის მცხოვრებლები პროკურატურას სარჩელით მიმართავენ და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. უფლებადამცველი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ სასამართლოს არა ერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტიდან ნებართვები მაინც გაიცემოდა, რაც დაუშვებელია.
– ჩვენ მოგებული გვაქვს უკვე სამივე ინსტანცია, სადაც ცალსახად წერია, რომ ასეთი ტიპის ნებართვა არ უნდა გაიცეს, ძველი ნებართვები იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი და მერიას უნდა გამოეტანა ახალი აქტი, მაგრამ მერიამ იგივე მშენებლობის ნებართვა გასცა. მივმართავთ მთვარ პროკურატურას მერიის მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

