საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისის ქუჩებში შიშველი სიარულისთვის, 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ on.ge წერს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს. ამ მუხლით, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას […]
კატეგორია: საზოგადოება
კახა გიორგაძე: „ჩვენ ბაღებს დაჭრილ პურს ვაწვდით. წარმოუდგენელია, რომ პურში დანა ყოფილიყო“
კომპანია ”ნილის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, აღნიშნავს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი. კომპანია ”ნილის” დირექტორმა, კახა გიორგაძემ ”ინტერპრესნიუსთან” კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოჩნდა. გიორგაძის განმარტებით, გავრცელებული ფოტო მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შეესაბამება. კახა გიორგაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კონკურენტ […]
თბილისის მე-100 ბაღში ბავშვების პურში დანა აღმოაჩინეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის მე-100 ბაღში ბავშვებისთვის განკუთვნილ პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს. პურში ნაპოვნი დანის შესახებ აღსაზრდელების მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან ფაქტის გახმაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა არ ისურვა. თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია “ნილი” ამარაგებს. “ნილის” დირექტორი დივერსიაზე საუბრობს და სკანდალურ ინფორმაციას აჟღრებს. კახა გიორგაძე ამტკიცებს, […]
გურჯაანის სკოლის სამასწავლებლოში პედაგოგი იზა ბეჟაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. პედაგოგი სამასწავლებლოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და დილით სასწავლო პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა. – დილით სკოლაში მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა, – ამბობს […]
ზუგდიდში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა – ხმაური და დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის
მეორე დღეა ხმაურია ზუგდიდის მერიასთან, სადაც ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები და მერთან შეხვედრას ითხოვენ. მოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი დახლების აღებას აპროტესტებენ. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი. გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მერის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მერის თქმით, მათ სხვადასხვა […]
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული
მგზავრების ნაწილის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ხაშურშია გაჩერებული და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, აღნიშნულის ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა სავარაუდო მიზეზად უამინდობა და ამის გამო ხის წაქცევა სახელდება, რომელიც ლიანდაგს დაეცა. მათივე ინფორმაციით, ხაშურში ამ დროისთვისაც ძლიერად თოვს.
ნიკო გომელაურის სკულპტურა “გალერია თბილისის” მშენებლობისას დააზიანეს
ნიკო გომელაურის სკულპტურა ვანდალურად სავარაუდოდ “გალერია თბილისის” მშენებლობისას დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სკულპტურის ავტორი როკო ირემაშვილი ავრცელებს. სკულპტურას გვერდები ე.წ ბალგარკით აქვს მოჭრილი და ბეტონის კვალიც ეტყობა. თბილისის მერიის განცხადებით, ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო და დედაქალაქის მთავრობა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ნიუპოსტი
ბაგა-ბაღი “იმედის” 3 ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს
ისნის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 13:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლება კორპუსი № 19-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ონკანები დაკეტონ.
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% დაავადებისგან განიკურნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გამყრელიძემ განუცხადა, სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, […]










