ისნის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა

ისნის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 13:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლება კორპუსი № 19-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ონკანები დაკეტონ.