ნიკო გომელაურის სკულპტურა ვანდალურად სავარაუდოდ “გალერია თბილისის” მშენებლობისას დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სკულპტურის ავტორი როკო ირემაშვილი ავრცელებს. სკულპტურას გვერდები ე.წ ბალგარკით აქვს მოჭრილი და ბეტონის კვალიც ეტყობა.
თბილისის მერიის განცხადებით, ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო და დედაქალაქის მთავრობა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
ნიუპოსტი

