27 იანვარს, რიკოთის გვირაბთან მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქანთარიებისა და ვაჩანძეების ოჯახები დასავლეთიდან თბილისში, მსუბუქი ავტომობილით ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ტრაილერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა. მსუბუქი ავტომობილის საჭესთან ავთანდილ ქანთარია იჯდა, სალონში კი მისი ოჯახი – შვილები, როლანდ და მზევინარ ქანთარიები, როლანდის მეუღლე ვკა და მათი წლინახევრის ქალიშვილი ბარბარე, ასევე ავთანდილის ბიძაშვილი ნანა და მისი […]
კატეგორია: საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება
14 წლის მარიამ სამხარაძე მოულოდნელად მამას ჩააკვდა ხელში
ბაღდათის სოფელ როხში ტრაგედია დატრიალდა -14 წლის მარიამ სამხარაძე მოულოდნელად მამას ჩააკვდა ხელში. გუშინ ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონიათ, პედაგოგი იხსენებს, რომ ბავშვი თავს მშვენივრად გრძნობდა, არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დღეს დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, მუცელი ძალიან მტკივაო, შინ მხოლოდ ერთი აბი ნო-შპა ჰქონიათ – მამას ის დაულევინებია, მაგრამ ტკივილი არ შემსუბუქებია და რამდენიმე […]
გარჩევა 191-ე სკოლის მოსწავლეებს შორის – მოსწავლეები და მშობლები პოლიციაში დაიბარეს
191-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში არიან დაბარებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. როგორც 191-ე სკოლის დირექტორი თინა ბაქრაძე ყვება, ინციდენტი სკოლიდან მოშორებით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. მეთერთმეტეკლასელები უკვე სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთ მათგანს, უცნობმა პირმა დაარტყა და გაქცევა სცადა. – გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ბავშვები მიდიოდნენ სახლში. სკოლის ტერიტორიის იქით არის კორპუსები. ერთ-ერთი […]
ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი – ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 10-ზე მეტი ადამიანი დააზიანა
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის, გიორგი საკარულის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯი ეიჩ-ენის ჟურნალისტი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ფეხი აქვს მოტეხილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მეტრო ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად ”ამტელ ჰოსპიტალში” თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებულთა ასაკი […]
ლალი აფციაური: “მარიხუანაც სერიოზულად მოქმედებს ადამიანზე. ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?!”
ბოლო დროს გახშირდა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლალი აფციაური პასუხობს. – ქალბატონო ლალი, ქალაქში არსებობს 14 წლის მოზარდებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ძარცვავენ მაღაზიებს, აფთიაქებს, ოფისებს. ბოლო პერიოდში 50-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. კანონი მოზარდებს არ სჯის და ვინ შეიძლება იდგეს ამ ბავშვების უკან? – არ არის გამორიცხული, რომ სრულწლოვანი, რომელსაც თავად სასჯელის […]
მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს საოპერაციოდ ამზადებენ
რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.მისი თქმით, კლინიკაში ორი პაციენტი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს, ორს კი საოპერაციოდ ამზადებენ, მათ ქვედა კიდურების მოტეხილობა აღნიშნებათ. პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა. “სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენთან 4 პაციენტი შემოიყვანა. შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის წელის და ქვედა კიდურების […]
მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდა
მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. ამ დროისთვის, გიორგი საკარული “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაჰყავთ. შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან. „ახალი თაობა“ გიორგი საკარულს დაუკავშირდა. – საავადმყოფოში ვარ და გამოკვლევები მიტარდება. მე სერიოზული დაზიანებები არ მაქვს. როგოც ვიცი […]
“დავეხმაროთ ამ მზესავით ბიჭს იმაში, რომ გააგრძელოს ცხოვრება, თუნდაც ეტლში! “
ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ავთო კიკნაველიძის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. “ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ამ მზესავით ბიჭს იმაში, რომ გააგრძელოს ცხოვრება, თუნდაც ეტლში! თვენახევრის წინ რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ 17 წლის ავთო კიკნაველიძეს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ახლა სასწორზე მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს! […]
კალაძე – ”ატენზე 27 სართულიანი სახლის მშენებლობას ხელს ვერ შევუშლი”
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ატენის ქუჩის მაცხოვრებლების შენიშვნებს პასუხობს, საუბარია ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვაზე, რასაც ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივების სარჩელის საფუძველზე კორპუსის მშენებლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა, თუმცა, მერიამ მშენებლობის ნებრათვა მაინც გასცა. – ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და […]










