კატეგორია: საზოგადოება

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში გაჩერებულ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს მანქანის მეპატრონემ განუცხადა, ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

მაღლაფერიძეს ულტიმატუმის ვადა ამოეწურა – რა მისწერა დირექტორმა ბორდს?

მაღლაფერიძეს ულტიმატუმის ვადა ამოეწურა - რა მისწერა დირექტორმა ბორდს?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მიერ ვასილ მაღლაფერიძისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ბორდი მაღლაფერიძისგან წერილობით ელოდებოდა პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა “მოამბის” ეთერში შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც მობილური ტელეფონით იყო გადაღებული პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც “პირველ რადიოს”ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ განუცხადა, მაღლაფერიძემ ბორდს მხოლოდ ის მისწერა რომ ის მზად არის შეხვედრისთვის. მსხილაძის განცხადებით, ბორდი მაღლაფერიძეს […]

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ“

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ“

კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული. მისი თქმით, საპატრიარქომ საკითხზე საშიში აქცენტები დაინახა. – ჩვენ განვიხილეთ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით და აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, […]

ამინდი საქართველოში – ძველით ახალ წელს მოთოვს

ამინდი საქართველოში - ძველით ახალ წელს მოთოვს

დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება. 13-14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების […]

სასწრაფოს ექიმებმა 63 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფოს ექიმებმა 63 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

დღეს მოგიყვებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-11 ფილიალის, ბრიგადა #1118 -ის წარმატებული რეანიმაციის შესახებ. 2018 წლის 3/ 4 იანვარს 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ თბილისის გარეუბანში მცხოვრებ 63 წლის მამაკაცს გულის შეტევა ჰქონდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. მამაკაცი არ სუნთქავდა და მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია ანუ არამედიკოსთათვის გასაგებ ენაზე […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ”იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პროკურატურას მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ამ დროისთვის ის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“ […]

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის […]

გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე გადაადგილება ნაწილობრივ შეფერხებულია. მოძრაობას საპატრულო  პოლიცია აწესრიგებს. აღნიშნულ მონაკვეთზე კლდის ლოდები დღეს, შუადღისას ჩამოიშალა, ამის მიზეზი ბოლო დღეებში უხვი ნალექი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზაზე ჩამოცვენილ კლდის ლოდბს სამშენებლო კომპანიის ტექნიკით გაასუფთავებენ. იმედინიუსი

“მარიამ ლორთქიფანიძეს ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა” – ილია II

"მარიამ ლორთქიფანიძეს ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა" - ილია II

სიონის ტაძარში, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილი წაიკითხა. “მსურს, გამოვხატო გულისტკივილი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონის, მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. იგი სამაგალითო იყო სიბრძნით, ცოდნით, მამულიშვილობით, ღვთის სიყვარულით. ცოტამ თუ იცის, რომ მას ბოლო დროს მონაზვნად აღკვეცის სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ […]

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.