სასწრაფოს ექიმებმა 63 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფოს ექიმებმა 63 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავესდღეს მოგიყვებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-11 ფილიალის, ბრიგადა #1118 -ის წარმატებული რეანიმაციის შესახებ.

2018 წლის 3/ 4 იანვარს 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ თბილისის გარეუბანში მცხოვრებ 63 წლის მამაკაცს გულის შეტევა ჰქონდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. მამაკაცი არ სუნთქავდა და მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია ანუ არამედიკოსთათვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, მას გული ჰქონდა გაჩერებული.

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც გულის მუშაობა აღდგა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადამ მამაკაცი გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გადაიყვანა სტაციონარში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ბრიგადა N 1118 შემადგენლობით : უფროსი ექიმი – როსტომაშვილი ბელა, უმცროსი ექიმი – ცანკაშვილი ლაშა, მძღოლი – სეფიაშვილი ნიკა.

პირველი