თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ახალგაზრდას ხვალ, შუადღეს დაკრძალავენ. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე […]
კატეგორია: საზოგადოება
გურჯაანში დაკარგული გიორგი დარჩიაშვილი პოლიციამ მონასტერში იპოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაკარგული 24 წლის გიორგი დარჩიაშვილი პოლიციამ დღეს იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში ცხოვრობდა. პოლიციამ ის სახლში დააბრუნა. სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ გიორგი დარჩიაშვილს ახლობლები და პოლიცია თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.
გიორგი ჭანტურია 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ჭანტურია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ცხრა წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებსა და სხვა მრავალ მეგაპროექტს კურირებდა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ […]
დაპირების მიღების შემდეგ გომის მოსახლეობამ საჩხერისკენ მიმავალი გზა გახსნა
საჩხერისკენ მიმავალი მთავარი გზა, რომელიც გომის მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა, გაიხსნა. აქციის მონაწილეებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათთან ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე მივიდა. სიმონ ნოზაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მდინარე სურამულას კალაპოტის პრობლემას მოაგვარებს. გომის მოსახლეობა აქციაზე ამბობდა, რომ უამინდობის დროს მდინარე სურამულა დიდდება და მათი კარ-მიდამო იტბორება. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეებს გომის თემის დეპუტატი […]
ლევან იზორია ათასი ლარით დაჯარიმდა – დარღვევები ქონებრივ დეკლარაციაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საჯარო სამსახურის ბიურომ ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის მიზეზი ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზი გახდა. თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია გასულ წელს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ათასი ლარის გადახდა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზსაც დაეკისრა. დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი […]
“სპეციალურად მომიკლეს შვილი, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს”- მაჩალიკაშვილის დედა იმუქრება
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი ტყუილად მოკლეს და ის ამ საქმეს ასე არ დატოვებს. მედიკო მარგოშვილმა კომენტარი საავადმყოფოსთან მისი შვილის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ გააკეთა. – ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა სათითაოდ მოვუღებ ბოლოს თუ ცოცხალი ვიქნები, დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის, – განაცხადა თემირლან […]
თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, […]
მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, 11 იანვარს, სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, 15.00 საათზე მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე გუშინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წელს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის […]
გურჯაანში გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ – 24 წლის ახალგაზრდა 2017 წლის 26 ნოემბრის მერე არავის უნახავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას თვეზე მეტია ეძებენ. სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს. ოჯახის ინფორმაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა თავდაპირველად მარტყოფის მამათა მონასტერში წავიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ არ იყო. მათივე თქმით, დარჩიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის უკან დაბრუნებას […]









