კატეგორია: საზოგადოება

ლაშა თაბუკაშვილი: ,,ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს, ქუჩაში სიარულის სურვილი აღარ მაქვს“

ლაშა თაბუკაშვილი: ,,ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს, ქუჩაში სიარულის სურვილი აღარ მაქვს“

მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი შეკითხავაზე – დიდი განსხვავებაა თუ არა მისი პერიოდის თბილისსა და დღევანდელს შორის? ასე პასუხობს: ,,სრულიად სხვადასხვა ეპოქაა. დღეს თბილისი ჩემთვის ერთი დიდი გასტრონომია, უამრავი მანქანით გარშემორტყმული, ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს. ქუჩაში საირულის სურვილი აღარ მაქვს, როცა ერთ დროს მოხეტიალე კაცი ვიყავი. საოცრად მიყვარდა თბილისის ქუჩებში სიარული. ეკოლოგიურ პრობლემებზე აღარაფერს […]

პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება

პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით ხვალ, პატრიარქის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება გაიმართება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდესს იუბილეს ულოცავდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, […]

”ველოდებით თანხას ოჯახებიდან, რომ ვიქირაოთ სასტუმრო” – ლარნაკაში დარჩენილი მგზავრები საქართველოს კონსულთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან

”ველოდებით თანხას ოჯახებიდან, რომ ვიქირაოთ სასტუმრო” - ლარნაკაში დარჩენილი მგზავრები საქართველოს კონსულთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან

ლარნაკაში დარჩენილი ქართველი მგზავრები სქართველოში კომპანია Wizz air-ის რეისით დაბრუნებას არ აპირებენ, ისინი სხვა ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ და საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მგზავრებსა და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულომ ისინი სასტუმროში დააბინავა. თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან imedinews-ს თავად მგზავრები. მათი თქმით საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრა უშედეგო იყო: – საკონსულოს წარმომადგენლებს შევხვდით, […]

საჩხერეში ბავშვმა ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში ბავშვმა ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, თბილისში 39 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

ახალი წლის პირველი ორი დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორაციას “პირველი არხი” ავრცელებს. როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 172 გამოძახებიდან 115 შემთხვევაში მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო. მათგან 32 პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო, სასწრაფო დახმარება დედაქალაქში 57-ჯერ გამოიძახეს. […]

გიორგი მახარაძე თურქეთში გაემგზავრა

გიორგი მახარაძე თურქეთში გაემგზავრა

დღეს მსახიობი გიორგი მახარაძე და მისი დედა თეო ჩივაძე თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც გიორგის დამატებითი კვლევა უნდა ჩაუტარდეს. მარიამ ქაცარავამ ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზედაც თბილისის აეროპორტიდან მათი გაცილებაა აღბეჭდილი. პოსტი ერთი სიტყვისგან შედგება – “გავაცილეთ” – gavacilet ❤️❤️❤️ #მახარასთვის. მას უამრავი კომენტარი აქვს, რომელთა ავტორები გიორგის სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ. სარკენიუსი

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ეჭვი რომ მქონოდა, შვილს პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "ეჭვი რომ მქონოდა, შვილს პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი"

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პანკისელი უხუცესებისთვის წარდგენილი მასალით არ დაინტერესებულა. მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. – მე იმ კადრებით არც დავინტერესებულვარ. დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფრის შექმნა შეიძლება, გაყალბება შეიძლება. ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა? ან რაღაცაში […]

ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრა

ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრა

ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაშავდა. 43 წლის კაცი სრიალის დროს დაიმტვრა. ამჟამად დაშავებული ტურისტი ბათუმის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ექიმის განცხადებით, ტურისტს მარცხენა ქვემო კიდურის წვივის ძვლების მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. დღეს კი მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექი და ქარია მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლის სახით. სინოპტიკოსები გუდაური-კობის მონაკვეთზე გვიან ღამით თოვლს ისევ ელოდებიან. მათი განმარტებით, უხვი ნალექის გამო ტექნიკას გაწმენდით სამუშაოებში ხელი ეშლება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ტემპერატურა +12+17 გრადუსია, აღმოსავლეთში კი + 7+12 გრადუსი, ხოლო დედაქალაქში კი +10 გრადუსი. 4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება […]

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა. როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში თქვეს, მათ სხვადასხვა ზედაპირული მრავლობითი ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ. ექიმების თქმით, მათ ძირითადად ზედა კიდურის, მტევნისა და თითების არეში ჰქონდათ ჭრილობები. მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ, ისინი სახლში გაწერეს. ცნობილია, რომ ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა. იმედინიუსი