ნინო შუბლაძე ეთერში დაბრუნდა – ჟურნალისტი 4–წლიანი პაუზის შემდეგ “TV პირველზე” გადაცემას წაიყვანს.
“აქცენტის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე დეკრეტულ შვებულებაში გადის და მის ნაცვლად დღის ამბებს ნინო შუბლაძე წაუძღვება.
ამ დროისთვის შუბლაძე ტელეკომპანია “პირველში” დირექტორის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ ტელევიზიაში გადასვლამდე შუბლაძეს “რუსთავი 2”–ზე საკუთარი შოუ მიჰყავდა.

