სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შერიგებისა და სამოქალაქო […]
კატეგორია: საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სრულიად საქართველოს – კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა. – დიდი სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას გულითად მოლოცვას. თბილად ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ლონდონში 2011 წელს. მიხარია, რომ მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ხალხს შორის იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მოლოცვაში. დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში […]
სასტუმრო “რუმს თბილისში” ცეცხლი მეხუთე სართულიდან გავრცელდა
წინასწარი ინფორმაციით, სასტუმრო “რუმს თბილისში” ცეცხლი მეხუთე სართულიდან გავრცელდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სასტუმრო “რუმს თბილისთან” ის წუხელვე იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. მოქალაქეების სასტუმროდან ევაკუაცია მოხდა. ინტერპრესნიუსი
ცაბაძეზე დაშავებული 63 წლის სვეტლანა აჯაგივა მძიმე მდგომარეობაშია
დინამო „არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმმა განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს ხანძრის შედეგად მიღებული აქვს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობითი შოკი. „პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან სხეულის თერმული დამწვრობა 40%-ია. ის რჩება რეანიმაციაში და უტარდება შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებს ექიმი. დაშავებული 63 წლის სვეტლანა აჯაგივაა. წუხელ […]
რუმსში ევაკუაცია დასრულდა
რუმსთან კახა კალაძე მივიდა
თბილისში მდებარე სასტუმრო “რუმსში” 1 საათზე მეტია ხანძარია. შენობიდან მომუშავე პერსონალი და სტუმრები ევაკურებულნი არიან. ადგილზე ამ წუთებში მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
თბილისში სასტუმრო “რუმსში” ხანძარია
თბილისში სასტუმრო “რუმსში” ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 15 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა. ადგილზეა, ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახურიც. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ ჯერჯერობით არ ვრცელდება. სასტუმროს სტუმრები და პერსონალი ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
,,ნუ გვაშანტაჟებთ! ვითხოვთ მკაფიო და არა ფარისევლურ რეაქციას ხელისუფლებისგან“ – მწერლების საგანგებო განცხადება
ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს განცხადებას მალევე მოჰყვა მწერლებისა და ხელოვანების საგანგებო ბრიფინგი. როგორც ლაშა ბუღაძემ განაცხადა, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნუ აშანტაჟებენ საზოგადოებას და ზვიად რატიანს და მოუწოდებენ მთავრობას, გამოავლინონ მკაფიო და არა ფარისევლური რეაქცია პოლიციელების მხრიდან რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
მდინარე ფრონემ სოფელი მოხისი დატბორა
უკრაინაში 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტისთვის ქართველი დიპლომატის მეუღლე დააკავეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტის გადატანისათვის დაკავებული მოქალაქე, დიპლომატის მეუღლეა. „იგი არ გახლავთ უწყების თანამშრომელი და არის ქართველი დიპლომატის მეუღლე. არსებული ინფორმაციით, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და გაიმართება სასამართლო, რომლის შემდეგაც დადგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა. უშუალოდ თანამშრომელს რაც შეეხება, ვისი მეუღლეც გახლდათ დაკავებული, გახლავთ ქართველი დიპლომატი და მის […]









