ცაბაძეზე დაშავებული 63 წლის სვეტლანა აჯაგივა მძიმე მდგომარეობაშია

ცაბაძეზე დაშავებული 63 წლის სვეტლანა აჯაგივა მძიმე მდგომარეობაშიადინამო „არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ხანძრის შედეგად მიღებული აქვს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობითი შოკი. „პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან სხეულის თერმული დამწვრობა 40%-ია. ის რჩება რეანიმაციაში და უტარდება შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებს ექიმი.

დაშავებული 63 წლის სვეტლანა აჯაგივაა.

წუხელ დინამო „არენასთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ხანძრის მიზეზი უცნობია

იმედინიუსი