ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს განცხადებას მალევე მოჰყვა მწერლებისა და ხელოვანების საგანგებო ბრიფინგი.
როგორც ლაშა ბუღაძემ განაცხადა, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნუ აშანტაჟებენ საზოგადოებას და ზვიად რატიანს და მოუწოდებენ მთავრობას, გამოავლინონ მკაფიო და არა ფარისევლური რეაქცია პოლიციელების მხრიდან რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

