დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცადიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სრულიად საქართველოს – კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

– დიდი სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას გულითად მოლოცვას. თბილად ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ლონდონში 2011 წელს. მიხარია, რომ მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ხალხს შორის იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მოლოცვაში.

დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.