კატეგორია: საზოგადოება

ქეთი დოლიძის გაშვებული გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს

ქეთი დოლიძის გაშვებული გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინეს

სამწლიანი დავის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გია როინიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მსახიობი რომელიც თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაუშვა სამსახურში აღადგინა: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის ( ქეთი […]

”გვიპასუხეთ, რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს” – პანკისის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას მიმართავს

”გვიპასუხეთ, რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს” - პანკისის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას მიმართავს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. მოსახლეობა ხელისუფლებას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ. – ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი, უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების […]

ქუთაისში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა

კასპში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დათო ტურაშვილი: „პოლიციელს თუ ფორმა არ აცვია, არ დაემოჩილოთ“

დათო ტურაშვილი: „პოლიციელს თუ ფორმა არ აცვია, არ დაემოჩილოთ“

წინა მინისტრი ამბობდა ბალასტი მყავსო, წავიდა და დაგვიტოვა ეს ბალასტი, ახალი მინისტრი ამბობს მე რა ვქნაო -ეს განცხადება, დათო ტურაშვილმა, გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. ტურაშვილმა პოეტ რატიანზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა. ტურაშვილი ამბობს, რომ პოლიცია გაივსო “ძველი ბიჭებით”, რომლებიც მოქალაქეებს ქურთუკის ფერის გამო “ებლატავებიან”. მწერალმა შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც გააკრიტიკა, სადაც მინისტრის მოადგილემ […]

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, ხანძარია

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, ხანძარია

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ახალაშენებულ, მრავალსართულიან კორპუსში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სავარადოდ, ხანძარი მე-13 სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. აიპრესი

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  კახა კლაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება. „ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრები სსურვილი ექნება, უფასო […]

მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

მორაგბეებმა აბანოთუბანში 1.500 ლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

ხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ? აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1.500 ლარი და პირადობა იდო. მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა. აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ […]

საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი Facebook-ზე ავრცელებს. “დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს.” – წერს მიხეილ ჯანელიძე. ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. […]

მესტია-შავღელეს გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტია-შავღელეს გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტია-შავღელეს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, შედეგად მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა imedinews-ს უთხრა, სპეციალური ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ჯერჯერობით შეჩერებულია. რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში – მესტიის საავტომობილო გზას, ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს. “მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების […]