ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე “ინდუსტრიული ტექნიკუმის” ყოფილ შენობაში, წუხელ, გვიან ღამით სოციალურად დაუცველი შვიდი ოჯახი შეიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოციალურად დაუცველები ბათუმის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, თავშესაფრის უქონლობის გამო, მიტოვებული შენობა დაიკავეს, რადგან ქირის ფულს ვეღარ იხდიან. ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც […]
კატეგორია: საზოგადოება
20 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია თელასის ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 20 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის რაიონი ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულუას, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს. ისნის რაიონი ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, […]
ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 20:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე. სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება. საბავშვო […]
დღეს თბილისში საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება
დღეს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. დღესვე გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში […]
ქუთაისში შპს ”იმედი” ფაროსანას დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვს
ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათთან შპს „იმედის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დეზინფექციის ნებართვა მერიამ მისცათ. – კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას ახორციელებენ. შეწამვლაში მოსახლეობისგან 2-2 ლარს ითხოვენ, – აცხადებენ ადგილობრივები. შპს-ს წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯერ არ გაუფორმებიათ და […]
მიხეილ ჩხენკელი: „ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებასაც ითვალისწინებს“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოპტიმიზაცია აუცილებლად განხორციელდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ოპტიმიზაცია შეეხება სამინისტროში არსებულ დეპარტამენტებს, მათ შორის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი კომპონენტი ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება იქნება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის. მინისტრის თქმით, ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებასაც ითვალისწინებს. – ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება. ჩვენ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით, თუ რა ფორმით […]
”სამორინეში შესვლა უნდა აეკრძალოს ყველას, ვისაც წელიწადში მინიმუმ 50.000 ლარი შემოსავალი არ ექნება”
– მოძრაობის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” შეხედულებები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით უფრო უმკაცრესი და რადიკალურია. ამის შესახებ მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” წარმომადგენელმა თამრიკო ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა. მან დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის საპატრიარქოს მადლობა გადაუხადა. – ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, აიკრძალოს ყველა ონლაინ თამაში. სამორინეებს მიეცეთ უმკაცრესი რეგულაციები, […]
თბილისში 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ
თბილისში 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ანდრო ქობალავა, ოჯახის ინფორმაციით, 10 ნოემბერს, 22:00 საათზე გავიდა საცხოვრებელი სახლიდან და მას მერე არ გამოჩენილა. როგორც ქობალავას ოჯახის ახლობლები ფეისბუქის გვერდზე წერენ, ახალგაზრდას ეცვა ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი შარვალი და წითელი ბოტასები. ერთ-ერთი ვერსიით, ქობალავამ ტაქსი გააჩერა და ოჯახისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ნიუპოსტი
აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილი 3 წლის ბავშვი მამინაცვალმა ცემა
3 წლამდე ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ნაცემია, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება 126 -ე მუხლით დაიწყო. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირეწლოვანი, რამდენიმე დღის წინ დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა მიიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ბავშვს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. – ისეთი […]
160-ე სკოლის შენობიდან მოსწავლე გადმოხტა
თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს გაკვეთილების გაცდენის სურვილი ძვირად დაუჯდათ. სამმა მერვეკლასელმა სკოლის შენობიდან გაღწევა საპირფარეშოს ფანჯრიდან სცადა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გადავარდა და დაზიანებები მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზარალებული გოგონა მშობლების თანხლებით კლინიკაში გადიყვანეს, მას მალის მოტეხილობა დაუდგინდა. სკოლის დირექტორი გიორგი კაკაჩია ამბობს, რომ შემთხვევა 20 წუთიან, ე.წ დიდ დასვენებაზე […]










