თბილისში 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ანდრო ქობალავა, ოჯახის ინფორმაციით, 10 ნოემბერს, 22:00 საათზე გავიდა საცხოვრებელი სახლიდან და მას მერე არ გამოჩენილა.
როგორც ქობალავას ოჯახის ახლობლები ფეისბუქის გვერდზე წერენ, ახალგაზრდას ეცვა ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი შარვალი და წითელი ბოტასები.
ერთ-ერთი ვერსიით, ქობალავამ ტაქსი გააჩერა და ოჯახისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ნიუპოსტი

