ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით თბილისში მოძრაობა შეიზღუდებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 20:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.

ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

იმედინიუსი