ერთი საათის წინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის, მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა: “ყველაზე უვნებელი, უკეთილესი და უკარგესი Mariam Geguchadze მთელი რ2ის თვალწინ გაიზარდა. ჩემთვის პირადი ახლობელია – დედაც Nanuka Zhorzholiani და მამაც Nikoloz Geguchadze ჩემი მეგობრები არიან, ბავშვობიდან ჩემი ოჯახის წევრების და სანათესაოს გარემოში იზრდებოდა. ხოდა, ყველას დედა მოეტყნება მისი […]
კატეგორია: საზოგადოება
განხეთქილება ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიაში – რუსეთის საპატრიარქომ ქართულს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა
საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამ თემაზე რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა და ილია მეორემ ისაუბრეს: – აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. […]
ქვეშის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა – დამლაგებელი სიკვდილს ძლივს გადაურჩა
ერთი კვირაა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა დაიკეტა. სიძველის გამო, სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავიდან წყალი ჩადის. ქარსა და წვიმას, ბოლო დღეებში, მესამე სართულის ჭერმა ვეღარ გაუძლო. ადგილობრივი მკვიდრი, შალვა უკანწყაროელი ამბობს, რომ ნაშალ მასალას ლამის დამლაგებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. – რამდენი წელია გავიძახით, რომ სკოლა ინგრევა, ინგრევა. სანამ არ ჩამოინგრა ჭერი, არავინ მიაქცია ყურადღება. […]
დონეცკში რუსებთან ბრძოლაში გიორგი სარალიძე დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავკარგეთ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, გიორგი სარალიძე,”- წერს ის. წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს, სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე. გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და […]
ქართული მარშის აქციაზე ლგბტ დროშა დაწვეს – ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე დააკავეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ე.წ „ქართული მარშის“აქციაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება პიროტექნიკის გამოყენების გამო სცადეს, რასაც აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები არიან „ქართული მარშის“ წევრები ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე. აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან ლგბტ დროშა დაწვეს. „ქართული მარშის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას […]
ქართველთა მარში ფეხბურთის ფედერაციასთან აქციისთვის იკრიბება – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქართველთა მარშის” ახალგაზრდული ფრთის წევრები და მასში გაწევრიანებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ითხოვს, ფედერაციამ გარიცხოს ფეხბურთელი გურამ კაშია, ხოლო თავად ფედერაციამ მოიხადოს ბოდიში, რადგან „ეროვნული ნაკრების წევრი პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს“. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად […]
რუსთავი – შვილიშვილის ბებიისგან დაცვას 3 საპატრულო ეკიპაჟი ცდილობდა
ფიზიკური ძალადობის ფაქტი მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. თვითმხილველების თქმით, ბებია შვილიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი და ქვემო ქართლის სოციალური სააგენტოს სამსახურის წარმომადგენლები. ბებია და შვილიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნიუპოსტი
კალაძე _ ”არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს კაშია ნაკრებიდან”
კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გუნდიდან გარიცხვას ეწინააღმდეგება. ეს განცხადება თბილისის არჩეულმა მერმა საკუთარ შტაბში გააკეთა. მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები და დააფიქსიროს თავის აზრი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გარიცხონ კაშია ნაკრებიდან. “არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე […]
საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება, ხვალ კი ქარის სიჩქარე შესუსტდება და 17–22 მეტრი წამში იქნება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს. 2 […]
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 31 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ლისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. დიდგორის რაიონი ელექტროქსელის […]









