საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ე.წ „ქართული მარშის“აქციაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პატრულის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება პიროტექნიკის გამოყენების გამო სცადეს, რასაც აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულები არიან „ქართული მარშის“ წევრები ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე.
აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან ლგბტ დროშა დაწვეს. „ქართული მარშის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც, მათი შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.
ნიუპოსტი

