ქართველთა მარში ფეხბურთის ფედერაციასთან აქციისთვის იკრიბება – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ქართველთა მარში ფეხბურთის ფედერაციასთან აქციისთვის იკრიბება - ადგილზე მობილიზებულია პოლიციავაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქართველთა მარშის” ახალგაზრდული ფრთის წევრები და მასში გაწევრიანებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ითხოვს, ფედერაციამ გარიცხოს ფეხბურთელი გურამ კაშია, ხოლო თავად ფედერაციამ მოიხადოს ბოდიში, რადგან „ეროვნული ნაკრების წევრი პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს“.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმით გამოხატავენ პროტესტს, თუმცა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ „ქართველთა მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი აქვეყნებს საღებავების ფოტოს და აღნიშნავს, რომ ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებით შეღებავს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი