ალჟუნი ობლიშვილი 47-წელია სოფელ ბერძენულის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. დაახლოებით მისი სტაჟის ასაკისაა ფცასა და ბერძენაულს შორის, მდინარე ფრონეზე არსებული საფეხმავლო ხიდი. ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე, ხიდი 4-ჯერ შეკეთდა. ბოლოს კი, 12 წლის წინ. სასწავლო პროცესის დროს, ალჟუნი ობლიშვილი ამ ხიდზე თითქმის ყოველდღიურად დადის. ზუსტად იცის, რომელი ხის მორი ვერ გაუძლებს და ამ შემთხვევაში […]
კატეგორია: საზოგადოება
სკანდალი გორში – პედაგოგები ბავშვებს სთხოვდნენ ეღიარებინათ, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგები მოზარდებს აიძულებდნენ ეღიარებინათ, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეესწრნენ. მომხდარის დეტალები „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა. „ბავშვები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან, ვიცით, რომ ერთმანეთი უყვართ. ბიჭი შესული იყო საკლასო ოთახში, სადაც გოგონა ნახა და გამოსვლისას მასწავლებელი შეხვდა კარებში. დაჟინებით ამტკიცებდა, დაგინახეთ, […]
ია ანთაძე – ბერას მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ამის გამო შეიძლება საერთოდ ვერ გავიდეს გადაცემები ეთერში
ბერა ივანიშვილმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თავისი სტუდიის აპარატურის ჩუქების სურვილი გამოთქვა. ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე გამოეხმაურა. ინფორმაციას გამოცემა ipress-ი ავრცელებს. ია ანთაძის თქმით, მიიღებს თუ არა მაუწყებელი საჩუქარს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხს იურისტები შეისწავლიან. “საქმე ის არის, რომ საკმაოდ რთული თემაა ჩვენთვის. პროცედურულად ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენთვის […]
ბერა ივანიშვილი პირველ არხს ტექნიკას ჩუქნის – ”ტენდერის შესახებ არაფერი ვიცოდი”
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების საკითხზეა საუბარი. „მოგესალმებით ყველას. ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ „ჯი-დი-ეს“-ის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც „ჯი-დი-ეს“-ი შეიძინა ტელეკომპანია […]
ლევან კობიაშვილი – ”გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.) რასაკვირველია, არ გაჟღერებულა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ”ქართული მარშის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კობიაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ”ქართული მარშის” წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ”სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ”ქართული მარშის” აბსურდულ განცხადებას. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ. გია კორკოტაშვილთან […]
გიორგი მარგველაშვილი – ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. “ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების […]
”ლევან კობიაშვილი სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს დაემუქრა – გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა… ფეხბურთის ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებში შევღებავთ”
„ქართული მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და თბილისის ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს უპირისპირდებიან. მათი თქმით ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურით გამოსვლის გაკრიტიკების გამო ლევან კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „ქართული მარშის“ წევრების თქმით, მათ ლიდერებს სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ ქონდათ შეხვედრა, სადაც კობიაშვილის მხრიდან მუქარა გაჟღერდა. ქართული მარში ფეხბურთის […]
ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობას სწორედ იქ განაგრძობს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მძიმე ფსიქილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციით, ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მისი შემდგომი დაკვირვება გადაწყდა. – მართალია, მამაკაცის ჯანმთელობის […]
წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი – დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ნიუპოსტი
მამაკაცმა სიგარეტი მოითხოვა, ჯებირზე ავიდა და მტკვარში გადახტა – ინციდენტი რესტორან ”თავადურთან”
ერთი საათის წინ მტკვარში ჩავადნილი მამაკაცი ცოცხალია. მისი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ნახევარ საათს გრძელდებოდა. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ინციდენტი რესტორან ”თავადურის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველის განცხადებით, რომელმაც სამაშველო სამსახური გამოიძახა, მამაკაცი მას მიუახლოვდა, სიგარეტი მოსთხოვა, ჯებირზე დადგა და შემდეგ მტკვარში გადახტა. ამის შემდეგ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ […]










