დონეცკში რუსებთან ბრძოლაში გიორგი სარალიძე დაიღუპა

დონეცკში რუსებთან ბრძოლაში გიორგი სარალიძე დაიღუპაუკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავკარგეთ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, გიორგი სარალიძე,”- წერს ის.

წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს, სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე.

გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.

იმედინიუსი