სოციალურ ქსელში მოქალაქე მანანა ძიძიშვილი წყლის სააბონენტო გადახდის ქვითარს ავრცელებს, სადაც წყლის გადასახადი რამდენიმე ათასია. “ბათუმის წყალი” …. კარგად ხართ? გირეკავთ, არ მპასუხობდა…. ერთ სულს რომ ამხელა გადასახადი მომაწერეთ, თან ორი კვირაა ბათუმში არ ვიმყოფები და საერთოდ გადაკეტილი მქონდა… მთელი ბათუმის მოხმარებული წყალი მე გადავიხადო? 🙂 ინტერნეტბანკმა ასე “გამახარა”…..” – წერს მანანა ძიძიშვილი. ინფორმაცია შპს […]
კატეგორია: საზოგადოება
კუდ-ის კახეთის ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი თბილისში მრავალფუნქციურ კორპუსებს აშენებს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი, რომელიც სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნო, 2014 წლის 13 ოქტომბრიდან სამშენებლო კომპანიის დირექტორია და თბილისში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი“ 2014 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. კომპანიის მფლობელი პარტნიორები არიან დავით კანკავა (60 %) და ივლიტა ლალიაშვილი (40 %), რომელიც ზურაბ ლალიაშვილის მეუღლეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიამ […]
„48 საათიანი თავგადასავალი“ – საშიში თამაში ფეისბუქზე ბავშვებს სახლიდან გაპარვისკენ მოუწოდებს
საშიში თამაში Facebook-ზე, რომელიც თინეიჯერებს მოუწოდებს სახლიდან წავიდნენ და ორი დღით „უგზოუკვლოდ დაიკარგონ“. Dailymail-ის ცნობით, აღნიშნულმა თამაშმა ბრიტანეთში პანიკა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ 14 წლის ბავშვებმა თამაშის – „48 საათიანი თავგადასავალი“-ს თამაში დაიწყეს. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები ამ თამაშს ძირითადად ჯგუფებად თამაშობენ. თამაშის წესების მიხედვით, მათ ორი დღით სახლი უნდა დატოვონ, ახლობლებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტონ და […]
მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ […]
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს. როგორც ცნობილია მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ვანო ჯავახიშვილმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა
„ვანო ჯავახიშვილის შოუ“ ისევ შეჩერებულია. ამის მიზეზი ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით იუმორისტმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს და სახლის პირობებში მკურნალობს. ამ მიზეზით უკვე ორი კვირა „ვანოს შოუ ეთერში არ გასულა. – სავარაუდოდ, არც ამ კვირას გავა გადაცემა ეთერში. ტელეწამყვანი უკეთაა, მაგრამ ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, – გვითხრა „კომედი […]
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა. ნიკოლოზ მესხის თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა, ასევე, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნული პირების […]
მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. მთავრობის მეთაურის მიერ პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის […]
ძლიერმა ქარმა ბათუმის უნივერსიტეტს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტს სახურავი გადახადა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. რუსთავის ქუჩიდან შენობის ირგვლივ მთლიანი ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე სამშველო სამსახური იმყოფებოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლები კი შენობაში ვითარების ეცნობიან. სტიქიის გამო მძიმე ვითარებაა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. შავ ზღვაზე 7-ბალიანი შტორმია, ძლიერმა წვიმამ კი, ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დამეწყრილია გზები, დატბორილია სახლები და საკარმიდამო […]
ხარაგაულში მდინარემ გზა ჩაანგრია
ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ინტერპრესნიუსი










