ძლიერმა ქარმა ბათუმის უნივერსიტეტს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ბათუმის უნივერსიტეტს სახურავი გადახადაძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტს სახურავი გადახადა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. რუსთავის ქუჩიდან შენობის ირგვლივ მთლიანი ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე სამშველო სამსახური იმყოფებოდა, ადმინისტრაციის თანამშრომლები კი შენობაში ვითარების ეცნობიან.

სტიქიის გამო მძიმე ვითარებაა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. შავ ზღვაზე 7-ბალიანი შტორმია, ძლიერმა წვიმამ კი, ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დამეწყრილია გზები, დატბორილია სახლები და საკარმიდამო  ნაკვეთები. უხვი ნალექის გამო დატბორილია საავტომობილო გზები და ბათუმის ცენტრალური უბნები. საგანგაშო სიტუაციაა მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც მეწყრის გამო, ერთი ოჯახი ევაკუირებულია.

იმედინიუსი