საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კატაც მივიდა. გააკეთა თუ არა საკუთარი არჩევანი, ცნობილი არ არის. კატამ უბანი უკომენტაროდ დატოვა. ფოტოს “კვირა პლუსი” ავრცელებს.
კატეგორია: საზოგადოება
„ტორტის სახლის“ დირექტორი ლედი ჩუბინიძე მისი ნაწარმით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს
ზესტაფონში „ტორტის სახლის“ დირექტორი გამორიცხავს, რომ მოწამვლა მის საკონდიტროში დამზადებული ტორტით მოხდა. ლედი ჩუბინიძის თქმით, 15 წელია ამ ბიზნესშია და მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა. იგი გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთება. ზესტაფონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ზოია ლელაძის თქმით, სავარაუდოდ, სოფელ ილემის ბაღის გამგეს მკაცრ საყვედურს გამოუცხადებენ. ზოია ლელაძე დარწმუნებულია, რომ 14 […]
მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წლიდან დღემდე, 23 მასწავლებელი გათავისუფლდა
მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9, – ამის შესახებ ”ინტერპრენსიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული მიზეზით 4 პედაგოგი გათავისუფლდა. რაც შეეხება ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტრენინგები ტარდება სკოლების ადმინისტრაციებისთვის, ასევე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, თუ როგორ […]
ილემის ბაგა ბაღში ნამცხვარმა 14 ადამიანი მოწამლა
სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, აქედან 11 მცირეწლოვანი, 3 კი ზრდასრული ადამიანია. ისინი ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი. ნიუპოსტი
გმირთა მოედანზე ესტაკადა ბლოკირებულია – მანქანა ბოძს დაეჯახა
ლიკა ქავჟარაძის გამოფენაზე მსახიობის პორტრეტი გაიტაცეს
“არტ გალერეა ვაკეში” ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა, სადაც მსახიობის ბოლო პერიოდის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ლიკა ქავჟარაძე ამ დღისთვის დიდი ხანია ემზადებოდა, თუმცა მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა. გამოფენაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ მალევე დააბრუნებინა. აღმოჩნდა, რომ გამტაცებელი მსახიობის თაყვანისმცემელი […]
რუსთავი 2 ”ჩემი ცოლის დაქალებით” ტელეიმედის ”ნიჭიერის” რეიტინგს ებრძვის?
პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ შაბათ-კვირას ეთერში არ გავა. საეთერო ბადის ცვლილება სავარაუდოდ 21 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების უკავშირდება. „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფი საეთერო ბადის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სერიალის მაყურებლებს აფრთხილებს თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩცდ-ს ახალი სერიების ხილვა: მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეიცვალა სატელევიზიო ბადე და საბოლოო ინფორმაცია არის ასეთი: • პარასკევს, 20 […]
ალექსი პეტრიაშვილი ლევან მექვაბიშვილს შეურიგდა – მექვაბიშვილს სასჯელი 12 წლიდან 3 წლამდე შეუმცირდა
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მექვაბიშვილის ინტერესების დამცველმა მარინა ფილაურმა განუცხადა, საპროცესო შეთანხმება, თავად დაზარალებულთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულს, 12 წლიანი პატიმრობის ნაცვლად […]
თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერად აქციას მართავენ
თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ. სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ რამდენიმე მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა […]
დიდთოვლობის გამო, საირმე-აბასთუმნის გზაზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ65-კმ90 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის, კმ52-კმ64 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.










