ვანო ჯავახიშვილმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა

ვანო ჯავახიშვილმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა„ვანო ჯავახიშვილის შოუ“ ისევ შეჩერებულია. ამის მიზეზი ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით იუმორისტმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს და სახლის პირობებში მკურნალობს. ამ მიზეზით უკვე ორი კვირა „ვანოს შოუ ეთერში არ გასულა.
– სავარაუდოდ, არც ამ კვირას გავა გადაცემა ეთერში.
ტელეწამყვანი უკეთაა, მაგრამ ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, – გვითხრა „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ალეკო მალხაზიშვილმა.