დეკანოზი გიორგი მამალაძის წერილი „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გავრცელდა. წერილში დეკანოზი პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს, მეუფე დიმიტრისა და საზოგადოებას მიმართავს. „წინასწარმეტყველი ზირაქი ბრძანებს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა კაცის დამმხობი, სწორედ ესაა ჩემი დანაშაული, ორი ადამიანი ხუმრობანარევი კერძო საუბარი გახდა ბრალდების განაჩენის საფუძველი, მხოლოდ ეს, ვინაიდან სხვა მტკიცებულება არც მათ ჰქონდათ და რასაკვირველია არც ბუნებაში არსებობდა. […]
კატეგორია: საზოგადოება
ნინო ბოლქვაძე: „რაც ჩემს ლესბოსელობაზე გაიგეს, ყველა კლიენტი დავკარგე“
სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება – როგორი დინამიკაა ქვეყანაში, როგორ იღებენ მშობლები ლესბოსელ და ჰომოსექსუალ შვილებს, სად მიდიან სახლიდან წასული არასრულწლოვნები, თემაზე ნინო ბოლქვაძემ რესპუბლიკური პარტიის თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერმა ნინო ბოლქვაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ისაუბრა: – მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ჩემი სექსუალური ორიენტაციის თაობაზე, დავკარგე ყველა კლიენტი, როგორც ადვოკატმა, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
ხელვაჩაურში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი სანიაღვრე არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითი გადადიოდა, რის გამოც მძღოლმა დაამუხრუჭა, ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა. “პირველს” შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.
რას გულისხმობდა ბაღის ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე „ინკლუზიურ ბავშვში” და რას აცხადებს 3 წლის გოგონას მკურნალი ექიმი
3 წლის გოგონა, რომელიც 206-ე ბაგა-ბაღის მე-2 სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და რამდენიმე წუთში გამოკვლევებს განმეორებით ჩაუტარებენ. პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „კვირას“ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, თინა იმერლიშვილმა განუცხადა, ბავშვს ფილტვი აქვს დაზიანებული და ამ დრომდე „დრენაჟი” აქვს ჩადგმული. „ბავშვი კლინიკის მიმღებ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში […]
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული საკვების კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ვესტმინსტერის მთავარი მზარეული ბრიტანელ პარლამენტარებს, ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობდა. კვირეულის დასრულების შემდგ კი ქართული კერძების ნაწილი პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი. ღონისძიებას დაესწრნენ ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი. ნიუპოსტი
206-ე ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე – “3 წლის ბავშვი პირველი სართულიდან თვითონ გადახტა, ინ ინკლუზიური ბავშვია”
თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მოხდა. 206-ე ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვი ინკლუზიურ ჯგუფს მიეკუთვნება და ის არა მეორე, არამედ პირველი სართულიდან გადახტა. -ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, ყველაფერი კარგად არის. იქ ვიყავით ყველა მაგრამ, ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ, მცდელობა ჰქონდა დღეს […]
“ჩემი ცოლის დაქალებს” ეკლესიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნვეოყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს მოახდინოს მყისიერი რეაგირება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში ერთ–ერთ სერიალში სამღვდელობასთან დაკავშირებით გასული სცენის გამო: „სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გვიწევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ სცენართან დაკავშირებით. ერთ–ერთ ბოლო სერიამ ალბათ საზოგადოებაში დატოვა შენიღბული […]
აჭარაში 4 ბალიანი შტორმია გამოცხადებული – ზღვაში ბანაობა აკრძალულია
შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში 4 ბალამდე შტორმია გამოცხადებული. სინოპტიკოსების განცხადებით საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ხვალიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოჭრილი, ციკლონთან არსებული, გრილი და ნოტიო ჰაერის მასები აჭარის ტერიტორიას დატოვებს და გამოიდარებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25 და […]
ძლიერმა წვიმამ ქუთაისის ცენტრი დატბორა
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. მწვანე ბაზრის პერიმეტრი დაიტბორა. აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეუძლებელია. “პირველის” კორესპონდენტის ცნობით, უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხები გაჭედა. “მდგომარეობა რთულია. ძალინ ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც სანიაღვრე არხები გაჭედა. ქუჩაში ფაქტობრივად მდინარეები მოედინება. ადგილზე გასულია ჩვენი მანქანები და კიდევ მიმდნარეობს ტექნიკის მობილიზება,” – აცხადებს “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის […]
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს – სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მას თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დახვდა. მანამდე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება. სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია […]










