ძლიერმა წვიმამ ქუთაისის ცენტრი დატბორა

ძლიერმა წვიმამ ქუთაისის ცენტრი დატბორაქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. მწვანე ბაზრის პერიმეტრი დაიტბორა. აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეუძლებელია.

“პირველის” კორესპონდენტის ცნობით, უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხები გაჭედა.

“მდგომარეობა რთულია. ძალინ ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც სანიაღვრე არხები გაჭედა. ქუჩაში ფაქტობრივად მდინარეები მოედინება. ადგილზე გასულია ჩვენი მანქანები და კიდევ მიმდნარეობს ტექნიკის მობილიზება,” – აცხადებს “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.

ცნობისთვის, წყალდიდობის გარდა, ქალაქის ნაწილისათვის პრობლემას უშუქობაც წარმოადგენს, რადგან ქუთაისის ნაწილს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.