კატეგორია: საზოგადოება

17 წლის გოგონას ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გული გაუჩერდა

17 წლის გოგონას ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ  გული გაუჩერდა

17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახმა განუცხადა, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მეთორმეტეკლასელ გოგონას პლასტიკურმა ქირურგმა, ზაქარია ოდიშვილმა ცხვირის ოპერაცია 7 სექტემბერს გაუკეთა. დედის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს […]

ზაჰესში ხიდი ჩაინგრა

ზაჰესში ხიდი ჩაინგრა

ცოტა ხნის წინ ზაჰესში მდებარე ხიდი ჩაინგრა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩანგრეულია ძველი ხიდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიუპოსტი

„უფლის საუფლოში მელოდება ჩემი უფროსი გოგო“ – მსახიობი მაია ტურაშვილი მკურნალობას ვეღარ აგრძელებს

„უფლის საუფლოში მელოდება ჩემი უფროსი გოგო“ - მსახიობი მაია ტურაშვილი მკურნალობას ვეღარ აგრძელებს

– ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, ვეღარ ვაგრძელებ მკურნალობას.  ვალდებული ვარ ვიბრძოლო ჩემი შვილების გამო, – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი მაია ტურაშვილი. გთხოვთ არ გაატაროთ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ვეღარ ვაგრძელებ მკურნალობას.მეგობრებო!ეხლა როცა ჩემ დაავადებამ უკან დახევა დაიწყო და იმედი გამიჩნდა გამარჯვების გთხოვთ ნუ მიმატოვებთამ ბრძოლაში.მე კარგად მესმის რა რთულია დახმარება სთხოვო ადამიანებს რომელთა უმეტესობაც არგიცნობს მაგრამ ცხოვრება იმდენი მოულოდნელობითაა სავსე რომ ვერ განსაზღვრავს ვერცერთი მოკვდავირა იქნება თუნდაც ერთი საათის შემდეგ.მეც ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად და ვზრუნავდი ჩემოჯახზე,ჩემ მეგობრებზე.ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მორიგ კვლევაზე ეს საშინელი დიაგნოზი არ მითხრეს, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა და შეცვალა.ეს ძნელი გადმოსაცემია და უფალმა ყველასაშოროს ეს შეგრძნება მეგობრებო ! მე, მჯერა უფლის სასწაულის და იმედი. მაქვს თქვენი თანადგომის.გადავდივარ მეორე ეტაპზე რომელიცდამიგვიანდა და ორიკვირა თუ გადაცდა ორმაგი დოზა მჭირდება ისევ რასაც საერთოდ ვერ შევძლებ.იმიტომ რო უძვირესია წამლები. ძალიან მიმძიმს ამის თხოვნა ჩემ ცხოვრებაში დედასაც კი ვერ ვთხოვდიფულს:( მაგრამ ვალდებული ვარ ვიბრძოლო ჩემი შვილების გამო.მყავს ორი ტყუპი გოგონა(სხვაშემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი რადგან იქაც უფლის საუფლოში მელოდება ჩემი უფროსიგოგო.რომელიც ათი წლის წინ 19 წლის ასაკში გარდამეცვალა.  ვარ გორის თეატრის მსახიობი.გამოკვლევებით დამიდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. დამინიშნეს ძალიან ძვირად ღირებულიწამლები (პერჯეტა-8000ლარი.ჰერცეპტინი-3800ლარი. რომლებიც სამკვირაში ერთხელ მჭირდება.სამწუხაროდ ყველა რესურსი ამოგვეწურა. თბილისში ჩაწერაც არ მაქ ამიტო არ მაფინანსებს მთავრობა. (დანარჩენ წამლებზე და ანალიზებზე რომ არაფერი ვთქვა)ყოველთვის რაც შემეძლო უფლის წყალობითვეხმარებოდი გაჭირვებულს რადგან თანადგომას დიდი ძალა აქვს და მასიურად ჩარიცხულმა თუნდაცერთმა ლარმა შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე. დიდი შანსი მაქ დავამარცხო ეს ვერაგი დაავადებათუ მკურნალობის გაგრძელებას შევძლებ.იმედი მაქვს ჩემი შვილების თვალებში ჩამდგარი შიში ღიმილითშეიცვლება.მადლი ხომ არ იკარგება.მადლის კეთება კი ყველაზე ღვთიურია.- წერს ტურაშვილი თუ გააზიარებთ კარგი იქნება GE10TB7466236010100028.ამ ანგარიშზე საზღვარგარეთიდანაც შეიძლებაგადმორუცხვა. (თიბისი ბანკი)მიმღები – მაია ტურაშვილი. პირადი ნომერი 59001049907 საქართველოს ბანკი. GE66BG0000000559881100. ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440

სიმონეთის სასროლ ბაზაზე, სადაც ხანძარია, აუფეთქებელი ჭურვებია

სიმონეთის სასროლ ბაზაზე, სადაც ხანძარია, აუფეთქებელი ჭურვებია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სასროლეთის ტერიტორიაზე, სადაც ხანძრის რამდენიმე კერაა, აუფეთქებელი ჭურვებია. ბაზაზე ხანძრის ექვსი წერტილოვანი კერაა. სამხედრო პოლიგონზე რიგითი მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სამინისტროს სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაოებს.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის ზაქათალა-ბელაქნის რეგიონში მაგნიტუდით 3.8 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:06 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აზერბაიჯანში ბოლო მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 154 კილომეტრში 6 სექტემბერს დაფიქსირდა. მისი მაგნიტუდა 4.2 იყო. პირველი

თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების ჯგუფი ვერტმფრენით გადმოჰყავთ

თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების ჯგუფი ვერტმფრენით გადმოჰყავთ

ქართველი ტურისტების ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სამაშველო ვერტმფრენში იმყოფება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ექვსივე პირი მაშველებმა იპოვეს და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი მას შემდეგ ჩაერთო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვდა. მათ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რომ ყელიწადის […]

თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტები დაიკარგნენ – “ყელიწადის ტბაზე გზა აგვერია” – მათ ვერტმფრენით ეძებენ

თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტები დაიკარგნენ - "ყელიწადის ტბაზე გზა აგვერია" - მათ ვერტმფრენით ეძებენ

თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს გუშინვე დაუკავშირდნენ, თუმცა მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა. – მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც […]

მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანა

მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანა

საქართველოს პირველი ლედი საქველმოქმედო აუქციონს დაესწრო და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თითოეულ გაყიდულ ლოტს დაემატა ხუთასი ლარი, რომელიც ჰოსპისში გადაირიცხება. საქველმოქმედო საღამოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. იმედინიუსი

ძლევიჯვარში ჭაბურღილს მეხი დაეცა

ძლევიჯვარში ჭაბურღილს მეხი დაეცა

ელვის დროს სოფელ ძლევიჯვარში მეხი ჭაბურღილს დაეცა. ამის გამო, მწყობრიდან მართვის კარადა გამოვიდა და ტუმბო დაიწვა. გამგებლის წარმომადგენელი თეიმურაზ ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ჭაბურღილი, რომელიც ერთადერთია სოფელში, მალე შეაკეთეს. – ქარელის გამგეობა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას და მათი დახმარებით ჭაბურღილი ერთ დღეში გავაკეთეთ, – აცხადებს თეიმურაზ ჩაგელიშვილი. 13 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამოიცვალა ტუმბო, თავისი ელექტროდით, და ელსადენები. სოფელი ქარელიდან 9 კმ […]

მეუფე პეტრე – ”შორენა უწმინდესის დათანხმებას ცდილობდა, რომ მას ეშუამდგომლა პრემიერ-მინისტრთან მკვლელობაში ბრალდებული თურქი პატიმრის გათავისუფლებისათვის”

მეუფე პეტრე - ,,რომელი მუხლით აეკრძალა მამა გიორგის ზიარება და დაედო ეპიტიმია?”

პატრიარქის მდივან-რეფერანტი ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მფარველობდა და პატრიარქს სთხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მათ გათავისუფლებაზე ეშუამდგომლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ამ საკითხზე ხმაურიან განცხადებას „კურიერთან“ წმინდა სინოდის წევრი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა აკეთებს. – მე მაცნობეს, რომ პატრიარქის მდივანი ცდილობდა უწმინდესი დაეთანხმებინა, რომ მას ეშუამდგომლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ამ მკვლელობაში ბრალდებული თურქი ეროვნების პატიმრის გათავისუფლებისათვის, – […]