დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მენიუში ქართული კერძები შეიტანესდიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული საკვების კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ვესტმინსტერის მთავარი მზარეული ბრიტანელ პარლამენტარებს, ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობდა. კვირეულის დასრულების შემდგ კი ქართული კერძების ნაწილი პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი.

ღონისძიებას დაესწრნენ ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი.

ნიუპოსტი