მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანა

მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანასაქართველოს პირველი ლედი საქველმოქმედო აუქციონს დაესწრო და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თითოეულ გაყიდულ ლოტს დაემატა ხუთასი ლარი, რომელიც ჰოსპისში გადაირიცხება.

საქველმოქმედო საღამოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იმედინიუსი