ძლევიჯვარში ჭაბურღილს მეხი დაეცა

ძლევიჯვარში ჭაბურღილს მეხი დაეცაელვის დროს სოფელ ძლევიჯვარში მეხი ჭაბურღილს დაეცა.
ამის გამო, მწყობრიდან მართვის კარადა გამოვიდა და ტუმბო დაიწვა.
გამგებლის წარმომადგენელი თეიმურაზ ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ჭაბურღილი, რომელიც ერთადერთია სოფელში, მალე შეაკეთეს.
– ქარელის გამგეობა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას და მათი დახმარებით ჭაბურღილი ერთ დღეში გავაკეთეთ, – აცხადებს თეიმურაზ ჩაგელიშვილი.
13 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამოიცვალა ტუმბო, თავისი ელექტროდით, და ელსადენები.
სოფელი ქარელიდან 9 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 730 მ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც 1080 მოსახლე ცხოვრობს.
ქართლი.გე