ახალციხის საავადმყოფოში საბავშვო ბაღის ორმოცამდე აღსაზრდელი ერთი და იმავე ჩივილებით შეიყვანეს. ბავშვებს მუცლის ტკივილი, პირღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებათ. ამის შესახებ “პირველს” ახალციხის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ელდარ ალიევმა უთხრა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამ გამოიწვია კონკრეტული სიმპტომები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პირველი
კატეგორია: საზოგადოება
წლევანდელი ზამთარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი იქნება
ევროპული ქვეყნების კლიმატოლოგები ირწმუნებიან, რომ მომავალი ზამთარი ევროპის კონტინენტზე ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი იქნება. მათი თქმით ზამთარში ნაკლები მზიანი დღე იქნება და ძლიერი ყინვები უკვე ნოემბრის თვიდან დაიწყება, დეკემბერში კი ტემპერატურა სტაბილურად -5 გრადუსზე ქვემოთ იქნება. ამასთანავე ევროპის უმრავლეს რეგიონში მოთოვს.როგორც მეცნიერები აცხადებენ, ცივი ზამთრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, წყნარ ოკეანეში ტემპერატურის მკვეთრი მომატებაა. […]
ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა
ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. 80 წლის ტენორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ის მოსკოვში დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ახლობლებმა განუცხადეს, მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო […]
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარგება შეეზღუდება
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, სურგულაძის, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ცინცაძის, ნიკო მარის, სვანეთის, რიონჰესის, დიდი ჯიხაიშის, კამალოვის, კავთისხევის, ჩაქვის, გულრიფშის, დეპოს, მახინჯაურის, […]
50 დღიანმა თამაშმა კიდევ 2 მოზარდი იმსხვერპლა – მასტერები მოთამაშეებს მშობლების დახოცვით ემუქრებიან
50-დღიანმა, სიცოცხლისთვის საშიშმა თამაშმა, ბოლო პერიოდში, საქართველოში კიდევ 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა. ფსიქოლოგების თქმით კი მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია. ბავშვები დავალებებს ინტერნეტის ან სატელეფონო ზარი მეშვეობით, ე.წ. მასტერებისგან იღებენ. თამაშში ჩართულები, მას უკვე ვერ წყვეტენ, რადგან ე.წ. მასტერები მათ აშინებენ, ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ მათი მშობლები დაიხოცებიან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბავშვების ასეთი „საშიში თამაშებისგან“ დაცვაზე არავინ ზრუნავს და აცხადებენ, რომ შესაბამისი […]
წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ კედლები ინგრევა – ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ
წყალტუბოში, სანატორიუმ „მეგობრობის“ პირველ კორპუსში კედლები ინგრევა. სანატორიუმში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ. დევნილების განცხადებით, კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ. – 24 ოჯახი ვცხოვრობთ აქ. გვყავს ბავშვები, რომლებსაც ოთახებში ვერ ჩავკეტავთ, გამოდიან და დერეფანში თამაშობენ. ავარიულია კორპუსი, კედლები ინგრევა. კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ, თორემ უბედურება დატრიალდებოდა. ჩავარდნილია იატაკი. რამდენიმე დევნილმა ფეხიც […]
გორში ქალმა ხმაურიან მოზარდებს აივნიდან ცივი წყალი გადაასხა
– დღეს სწავლა დაგვეწყო, ცოტა ვმხიარულობდით, პატივცემულო, უცბად, ისეთი ცივი წყალი დაგვესხა თავზე, გვეგონა, საყინულე დაგვეცა, – ეუბნებოდნენ მოზარდები პატრულის თანამშრომლებს. სტალინის გამზირზე, მესამე სართულზე მცხოვრებმა ქალმა საპატრულო პოლიცია ღამის 2 საათზე გამოიძახა. – ინიციატორი აცხადებს, რომ თქვენ ხმაურობდით, ყვიროდით და აწუხებდით მძინარე ხალხს, – განუმარტეს პატრულის თანამშრომლებმა მათ. მოზარდები აცხადებდნენ, რომ საზეიმო განწყობილების გამო, […]
2017 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია. ეს 15%-ით ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით. სპეციალისტების აზრით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი სიკვდილიანობის მომატება, შობადობის შემცირება და უცხოეთში მიგრაციაა. 2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას 1,6%-ით გადააჭარბა. გარდაცვალების ყველაზე მაღალი პროცენტი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე მოდის. ამასთან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში შობადობის ხარჯზე მოსახლეობის ზრდაც დაფიქსირდა. დედაქალაქში მიმდინარე […]
“აქაურ სკოლებთან განსხვავება ძალიან დიდია” – როგორ მოემზადა პატარა ანა გერმანიაში პირველი კლასისთვის
ანას ქართველი დედა ჰყავს, თუმცა უცხოეთში დაიბადა და დღეს გერმანიაში ცხოვრობს. ისიც პირველკლასელია. ვიფიქრეთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ ემზადებიან გერმანელი პირველკლასელები და რა სხვაობა თუ მსგავსებაა ჩვენს რეალობასთან. ანას დედა, ნატო ბეჟანიშვილი თავადაც მასწავლებელია და თბილისში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ნატო ამბობს, რომ სკოლისგან ერთი თვით ადრე მიიღეს იმ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც […]
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა. არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს მისი ნათესავი კოკო ბიჩინაშვილი ესაუბრება. – მამა ანთიმოზს 5 დღის წინ ინსულტი მოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს უზნაძეზე მდებარე კლინიკაში. მაგ დროს თბილისში არ ვიმყოფებოდი, ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი, ინსულტის დროს […]










