თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც თამაზ მეჭიაური მკურნალობას გადიოდა. როგორც საუნივერსიტეტიო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძილაძემ აღნიშნა, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა. თამაზ მეჭიაური კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს. თამაზ მეჭიაური 67 წლის […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
„72 საათს ვაძლევ ღარიბაშვილს… ვიშიმშილებთ, სანამ არ მოვკვდებით” – სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები
აქცია იყო საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია „აკორდ ჯორჯიას” დასაქმებულები შეიკრიბნენ. ისინი კომპანიას კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა. „72 საათს ვაძლევ ღარიბაშვილს. ან დაფარეთ აკორდის ყველა დავალიანება, ჩანიშნეთ ყველა სასამართლო სხდომა, წესიერად მოიქეცით და ხალხს ყურადღება მიაქციეთ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა აქ შევიკრიბებით და დავიწყებთ შიმშილობას, სანამ არ […]
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დემნა გვასალიას ბოტები 1.295 დოლარი ღირს
საქართველოში კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 03:35 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით […]
„ვტოვებ თანამდებობას!” – ხუმრობის შემდეგ, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი გადადგა
ეპიცენტრი დმანისი, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები მთელ საქართველოში იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი სოფელი სამებასთან იყო. ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა პირველადი ინფორმაცია, რომ სიძლიერე 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.
თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის ეპიცენტრი და სიმძლავრე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დიდ დიღომში და საბურთალოზე. პირველადი ინფორმაციით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა””, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლანჩხუთში პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა
ლანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განაცხადა. “8 თებერვალს დაუდასტურდა ინფიცირება, 9 თებერვალს გარდაიცვალა. ქრონიკული პაციენტი იყო”, – ამბობს მენაღარიშვილი. სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 81 შემთხვევა.







