ლანჩხუთში პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა

ლანჩხუთში პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალალანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.  ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განაცხადა.

“8  თებერვალს დაუდასტურდა ინფიცირება, 9 თებერვალს გარდაიცვალა. ქრონიკული პაციენტი იყო”, – ამბობს მენაღარიშვილი.

სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 81 შემთხვევა.