რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა.
ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის ეპიცენტრი და სიმძლავრე.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დიდ დიღომში და საბურთალოზე.
პირველადი ინფორმაციით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა””, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

