აქცია იყო საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია „აკორდ ჯორჯიას” დასაქმებულები შეიკრიბნენ. ისინი კომპანიას კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა.
„72 საათს ვაძლევ ღარიბაშვილს. ან დაფარეთ აკორდის ყველა დავალიანება, ჩანიშნეთ ყველა სასამართლო სხდომა, წესიერად მოიქეცით და ხალხს ყურადღება მიაქციეთ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა აქ შევიკრიბებით და დავიწყებთ შიმშილობას, სანამ არ მოვკვდებით მანამდე” – ამბობს აქციის მონაწილე.

