თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა – “მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა”

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა - "მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა"თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც თამაზ მეჭიაური მკურნალობას გადიოდა.

როგორც საუნივერსიტეტიო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძილაძემ აღნიშნა, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა.

თამაზ მეჭიაური კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.

თამაზ მეჭიაური 67 წლის იყო. ის 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.